GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

ინსტიტუტის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტები

ინსტიტუტს ექვემდებარება ალაზნის, გორის, ფოთის, სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტები, ორხევის რწყვის ტექნოლოგიის პოლიგონი და არახვეთის სამთო-ეკოლოგიური სადგური (აღჭურვილი მელიორაციული მანქანა-დანადგარებითა და ნაგებობებით) - ბუნების სტიქიური მოვლენების შესწავლისა და მათი საწინააღმდეგო ახალი ღონისძიებების დამუშავების, შესაბამისი რეგიონებისათვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების დამუშავების, შავი ზღვის სანაპიროს გარეცხვის პროგნოზირებისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

1. ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 75 ჰა
2. გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 5 ჰა
3. კოლხეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 0.5 ჰა
4. სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 5 ჰა
5. არახვეთის სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 0.5 ჰა
6. აფხაზეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი - 0.5 ჰა


1. ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (ქ. სიღნაღი, სოფ. ხორნაბუჯი, ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი, ტელ: 599 567-836)
წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1948 წელს და მდებარეობს სიღნაღის რაიონში, წნორისწყლის დასახლებიდან აღმოსავლეთით 20 კმ-ზე, სოფ. ყარაღაჯში.
დაარსებიდან 1977 წლამდე ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტს ხელმძღვანელობდნენ დირექტორები დ. ყუფარაძე გ. აფხაზი, ვასილ სიხარულიძე, გიორგი ცომაია, ვიტალი ბრეგვაძე, უშანგი მოსულიშვილი, დავით მოსულიშვილი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე დავით კაკაშვილი. პუნქტის თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 5-ს.
ამჟამად პუნქტს მუდმივ სარგებლობაში გადაცემული აქვს 75 ჰა მიწის ფართობი.
საცდელი პუნქტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულება იყო და არის საქართველოს დამლაშებული და ბიცობი ნიადაგების მელიორაცია, მათი სასოფლო-სამეურნეო ათვისება.


2. გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (გორის რ-ნი, სოფ. კარალეთი. ტელ. 558 370-303)
გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი მდებარეობს გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, სოფ. კარალეთში. იგი გაიხსნა 1962 წელს აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას განკარგულებით და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ვ. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით ქართლის რეგიონისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევებისა და სოფლის მეორნეობის ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების დამუშავების მიზნით. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყალმოთხოვნილებისა და რწყვის რეჟიმის დადგენის მიზნით. პუნქტს მისი გახსნის დღიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობს გამოცდილი აგრონომი არსენ მურადაშვილი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - გურამ მურადაშვილი.
პუნქტის საერთო ფართობი შეადგენს 5 ჰა-ს, მათ შორის შენობა-ნაგებობებს უკავია 900 მ2, შიგა გზებს 2250 მ2, დანარჩენ ფართობზე განლაგებულია მრავალწლიანი (ვაშლი, მსხალი, ბალი, კაკალი) და ერთწლიანი (სიმინდი, კომბოსტო, პამიდორი, ხორბალი) კულტურები.
პუნქტში ჩატარებული კვლევების და ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე დამუშავებულია რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყალმოთხოვნილებისა და რწყვის რეჟიმის შესახებ, რომელიც ეგზავნება რეგიონის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებს, ტარდება ექსპერიმენტები რწყვის ტექნიკის ელემენტებისა და რწყვის სახეობათა შერჩევის მიზნით.


3. პროფ. ფრიდონ შატბერაშვილის სახელობის კოლხეთის (ფოთის) საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (4400, ქ. ფოთი, დ. თავდადებულის #10, ტელ. 599 766-711).
პუნქტი შეიქმნა კოლხეთის დაჭაობებული ფართობების დაშრობითი ღონისძიებების დაწყებასთან დაკავშირებით 1932 წელს და არსებობს დღემდე. ამ ხნის განმავლობაში პუნქტის არცთუ მრავალრიცხოვანმა კოლექტივმა შეასრულა მთელი რიგი მნიშვნელოვანი კვლევები, რომლებიც წინ უსწრებდა კოლხეთის I და II რიგის ათვისების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და საცდელ-საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას (ნიადაგების ფიზიკურ-მექანიკური შემადგენლობა, ფილტრაციის კოეფიციენტებისა და სხვა მახასიათებელი პარამეტრების დადგენა-შეფასება). პუნქტი განთავსებული იყო კოლხიდმშენის ადმინისტრაციულ შენობაში. 1982 წლიდან კოლხეთის საცდელ-სამელიორაციო პუნქტი გადავიდა ქ. ფოთის მალთაყვის ტერიტორიაზე, კეთილმოწყობილ ერთსართულიან შენობაში 315 მ2 სასარგებლო ფართობით და 0,5 ჰა ეზოთი, სადაც განთავსებულია სამუშაო ოთახები, ლაბორატორია, სასაწყობო მეურნეობა, ავტოსადგომები და სხვ. 2006 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს გამოცდილი აგრონომი ოთარ გაგუა.


4. სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (ქ. გარდაბანი, სოფ. გამარჯვება, სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი, ტელ: 555 517-673)
პუნქტი გაიხსნა 1962 წელს აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას განკარგულებით და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ვ. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით. ნაკვეთის ფართობი შეადგენს 4,5 ჰა-ს, დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აქვს ქანობი 0,15, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურები.
რელიეფურმა პირობებმა მნიშვნელოვნად გაართულა რწყვის პროცესების ჩატარება. ამიტომ სარწყავი სისტემა, რომელიც აქ დაპროექტდა, დამახასიათებელია იმ ირიგაციული ობიექტებისათვის, რომელთა ფართობები განლაგებულია ფერდობებზე. 2007 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს გიორგი ჯაჭვაძე.


5. არახვეთის სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი (დუშეთის რ-ნი, სოფ. არახვეთი, 555 327-634)
საქართველოში მიმდინარე ბუნებრივი ჰიდრომორფოლოგიური და ნაწილობრივ გეოლოგიური პროცესების ბუნებრივ პირობებში შესწავლის მიზნით დუშეთის რაიონის სოფ. არახვეთში საქართველოს მინისტრთა საბჭოს #270 დადგენილებით (25.05.1974) დატკიცდა დუშეთის რაისაბჭოს 1974 წლის 15 თებერვლის #59 გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტისათვის 0,5 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის და მასზე სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის დაფუძნების შესახებ.
არახვეთის სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი ლევან სულაქველიძე. ბატონი ლევანი გარდაცვალებამდე (01.02.1996) უანგაროდ ემსახურებოდა ბუნების დაცვის მეცნიერული და საინჟინრო საკითხების კვლევას. 2011 წლიდან დღემდე პუნქტს ხელმძღვანელობს მიხეილ ბუქური.
სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი მისი დაარსებიდან დღემდე ემსახურება ბუნებრივი კატასტროფული მოვლენებით აქტიური საქართველოს სამხედრო გზისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაზიანების პრობლემების გადაწყვეტას.


6. აფხაზეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი
19821992 წლებში პუნქტი აწარმოებდა საცდელ-საწარმოო გამოკვლევებს ნიადაგის დაშრობაზე ახალი სამელიორაციო მოწყობილობებითა და დამშრობი სისტემების რაციონალური ექსპლუატაციის საშუალებით, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების და მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმების გამოკვლევას, მდ. კოდორის ნაპირსამაგრი მოწყობილობების დაპროექტებას და მშენებლობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ პუნქტი აქტიურად გააგრძელებს ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შესრულებას ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებით (პუნქტის ხელმძღვანელი ტექნ. აკად. დოქტორი პაატა სიჭინავა).