საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ცოტნე მირცხულავას სახელობის
 წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
 
Tsotne Mirtskhulava
Water Management Institute
of the Georgian Technical University
 
მთავარი

ჩვენს შესახებ

სამეცნიერო  საქმიანობა

სასწავლო პროგრამები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

 

ინფორმაცია ინსტიტუტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესახებ

·       გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის ბაზაზე იგეგმება პროფესიული-სასწავლო ცენტრის შექმნა;

·       2015 წლიდან ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული სტუ-ს დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში 2015 წელს აკრედიტებული პროგრამის - სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (აგრომელიორაცია, ჰიდრომელიორაცია) მოსწავლეებთან პროფესიულ  სწავლებაში, სადაც ლექციების წასაკითხად ეტაპობრივად იგზავნებიან ინსტიტუტის თანამშრომლები.

·       2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან რეორგანიზაციის შემდეგ, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მომზადდა “მელიორატორის” (აგრომელიო­რატორი, ჰიდრომელიორატორი) პროფესიული განათლების პროგრამა, რომლის საფუძველზე 2012 წლიდან ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც _ დამტკიცებული პროგრამებით უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში (აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლაბორატორიაში განსაზღვრულია ლაბორატორიული და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობები საგნებში: ჰიდრავლიკა, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ტუმბოები და სატუმბი სადგურები); მაგისტრატურასა (სპეციალობით - სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია) და დოქტორანტურაში (სპეციალობით - საინჟინრო მელიორაცია - მათი თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო-საექსპერიმენტო სამუშაოების განხორციელება).

·       ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალი აქტიურადაა ჩაბმული სტუ-სა და სხვა უნივერსიტეტების სასწავლო (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) პროცესში: 9 მეცნიერ-თანამშრომელი - კითხულობს ლექციებს, ინსტიტუტის  თანამშრომლები ირიცხებიან სტუ-ს მაგისტრატურაში, აგრეთვე 3 თანამშრომელი - დოქტორანტურის სტუდენტია. ინსტიტუტის  თანამშრომლები არიან  დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ხელმძღვანელები. ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე “Erasmus+"-ის ეგიდით ლექციებს ატარებს ევროპის, რუსეთის, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.