GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

მელიორაციის განყოფილება

1. ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა
მელიორაციის განყოფილება შეიქმნა 2013 წელს შემდეგი ქვედანაყოფების ბაზაზე: მორწყვისა და დაშრობის განყოფილება, დაწვიმების მექანიზაციის, ეკოლოგიური და ტექნიკურ-ეკონომიკური და მათემატიკური კვლევების ლაბორატორიები, დამლაშებული მიწების მელიორაციისა და სამეცნიერო-მეთოდური და საპატენტო სექტორები.
ქვედანაყოფების (რომელთაგან შეიქმნა აღნიშნული განყოფილება) არსებობის მანძილზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორც სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ასევე მიღებული შედეგების დანერგვაში.
ჰიდრომელიორაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების განყოფილება არსებული სამეცნიერო პოტენციალის, ლაბორატორიული და საველე ბაზების, თანამედროვე მოწყობილობებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს მელიორაციის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის პრობლემებზე.
ამჟამად, განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
1. საქართველოს სარწყავი ობიექტებისათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო მორწყვის ძირითადი კრიტერიუმების დადგენა და მასზე ორიენტირებული ახალი სარწყავი ტექნიკის დამუშავება და შექმნა, მათ შორის კერძო და ფერმერული მეურნეობებისათვის.
2. სპეციალური კონსტრუქციის სარწყავი ტექნიკის დამუშავება სტრატეგიული კულტურების (ჩაი, ვენახი, ციტრუსები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული) მოსარწყავად. მისი ოპტიმალური მახასიათებლებისა და რწყვის ჩატარების ტექნოლოგიური ასპექტების დადგენა.
3. ზედაპირული მორწყვის ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების ძიება, მორწყვის ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დადგენა, რწყვის მართვა და ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება.
4. საქართველოს ძირითადი სარწყავი მასივების ნიადაგების ეკოლოგიური შეფასება, არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით დამლაშებულ-მელიორირებული მიწების გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება.
5. წყლის ნაკადის დინამიური ზემოქმედების პირობებში ნიადაგ-გრუნტის ზედაპირზე მოქმედ ძალთა შეფასება და ზედაპირის მდგრადობის კვლევა მათემატიკური მოდელირების მეთოდით.
6. კოლხეთის დაბლობის მძიმე თიხნარი ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებით, კოლხეთის დაბლობის დამშრობი სისტემების მოწყობისა და ექსპლუატაციისათვის მოდერნიზებული მუშა-ორგანოების დამუშავება და შექმნა.
7. სარწყავი კვლების გაყვანის ტექნოლოგიების, მექანიზმებისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების კვლევა.




განყოფილების თანამშრომლებია:
1. ვლადიმერ შურღაია - განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
2. რევაზ კილაძე - უფროსი მეცნ-თანამშრომელი, ტექნ. მეცნ. დოქტორი;
3. ვახტანგ სამხარაძე - უფროსი მეცნ–თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
4. თემურ გველესიანი - უფროსი მეცნ–თანამშრომელი, ტექნ. მეცნ. დოქტორი;
5. ზურაბ ლობჟანიძე - უფროსი მეცნ–თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
6. ლიანა ფურცელაძე - მეცნ–თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
7. ივანე ზაქაიძე - მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
8. ხათუნა კიკნაძე - მეცნიერ-თანამშრომელი;
9. ლენა კეკელიშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი;
10. ლია მაისაია – ინჟინერი.