GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია


 
 

 

 

 

ინსტიტუტის დაჯილდოება

 

  • 2009 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში იუნესკოს გენერალური კონფერენციის 31-ე სესიის 2001 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ ჩატარდა მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელზეც მოხდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დიპლომებით დაჯილდოება, სადაც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში დაჯილდოვდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით.

 

  • 2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელზეც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში დაჯილდოვდა ქვეყნის 2009 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულების დიპლომით.

 

  •   2010 წლის 1 ოქტომბერს აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი დაჯილდოვდა აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტის (ABI) ოქროს მედლით.

     

     

 

 

 

  •  2012 წლის 23-28 სექტემბერს პოლონეთში ქალაქ ჩესტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია თემაზე არქიტექტურისა და მშენებლობის მომავლის პრობლემები. 25 სექტემბერს ქართული და პოლონეთის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პროფ. გივი გავარდაშვილი დაჯილდოვდა ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპლომითა და ვერცხლის მედალით.

 

.

 

  •  2013 წლის 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ივნისის #21/06/01 განკარგულებით ინსტიტუტის დირექტორი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 2013 წლის 30 დეკემბერს ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პროფესორი, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის სწავლული მდივანი სერგეი ჩერნომორეცი. მის ვიზიტთან დაკავშირებით სამეცნიერო სხდომაზე საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ემილ წერეთელი და იგორ ბონდარევი და ტექნ. აკად. დოქტ. გიორგი ხერხეულიძე.
    ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, პროფ. კ. ნოსოვის ოფიციალური დავალებით, ღვარცოფმცოდნეობისა და ღვარცოფებისაგან დაცვის კვლევის დარგში გაწეული დამსახურებისათვის, ღვარცოფული ნაკადების მკვლევარის, ლომონოსოვის უნივერსიტეტის პროფესორის, სიმონ ფლეიშმანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის 2013 წლის მედლით დაჯილდოვდნენ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იგორ ბონდარევი, ტექნ. აკად. დოქტ. გიორგი ხერხეულიძე და ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი.

 

  • 2014 წლის 24 მაისიდან - 3 ივნისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი გივი გავარდაშვილი ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის ოფიციალური მიწვევით საერთაშორისო გრანტის მომზადების, ლექციებისა და პრეზენტაციების ჩატარების მიზნით მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მიწვევა განხორციელდა ჩინეთის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, ამ ორ სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა ქ. თბილისში 2007 წლის 11 აგვისტოს.
    პრეზენტაციების ციკლის დამთავრების შემდეგ 2014 წლის 30 მაისს გაიმართა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც გივი გავარდაშვილს 2007-2014 წწ. განმავლობაში ჩინეთისა და საქართველოს მეცნიერებათა განვითარებისათვის შეტანილი წვლილის გამო მიენიჭა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება .