|
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის №AR-18-1244 საგრანტო პროექტის „ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“ ეგიდით 2023 წლის 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ღვარცოფები: რისკი, პროგნოზირება, უსაფრთხოება“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
ინოვაციური განვითარების ჯგუფში - · მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · გარემოს დაცვისა და ჰიდროლოგიის ექსპერტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროლოგი, ეროზიული პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ქიმიკოსი, გარემოს ქიმიის და კონტროლის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ღვარცოფული პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ბიოლოგი, ბიოინჟინერიის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილებაში - · მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროლოგი, წყალდიდობების პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ღვარცოფული პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგი, ბუნებრივი სტიქიების პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით სწავლული აგრონომი, ბუნებრივი სტიქიების პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ღვარცოფული პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით აგროინჟინერი, აგროინჟინერიის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
ზღვებისა და წყალსატევების განყოფილებაში - · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-მშენებელი, ნაპირდამცავი მოდელების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნოლოგიური პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით მიწის რესურსების მართვა, გარემოს დაცვის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილებაში - · მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ფიზიკოსი, ჰიდრომელიორაციის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ფიზიკოსი, სარწყავი სისტემების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით სწავლული აგრონომი, აგრომელიორაციული კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით უცხო ენები (ინგლისური ენა), ირიგაციული კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ქიმიკოსი, ნიადაგების ქიმიური მელიორაციის კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-მშენებელი, ღვარცოფული და ირიგაციული პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ირიგაციისა და დრენაჟის კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით მექანიკა, ირიგაციული პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აგრომელიორაციული კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
ინსტიტუტის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტებში - · გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-მექანიკოსი, სარწყავი სისტემების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · აფხაზეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის გამგე/უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-მშენებელი, ჰიდრომელიორაციული პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); · ალაზნის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის გამგე/ მეცნიერი თანამშრომელი (1,0 საშტატო ერთეული) - კვალიფიკაციით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ჰიდრომელიორაციული პროცესების კვლევის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 11 მაისს 12 საათზე.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://wmi.ge/
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://wmi.ge/, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); ბ) ავტობიოგრაფია (CV); გ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი); დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ავტორის სამეცნიერო მიმართულებას; ზ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 5 წელში (ჩამონათვალი); თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, დანერგვის აქტების და სხვ. ჩამონათვალი ბოლო 5 წელში; ი) შესაბამისი დარგის ერთი მეცნიერის დახასიათება-რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაცია); კ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); ლ) 2 ფოტოსურათი 3X4; მ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა. შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
კონკურსის ჩატარების წესი კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და "სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად.
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან:
კონკურსანტის ანკეტა (word_doc) კონკურსანტის განცხადება (word_doc) სამეცნიერო პერსონალის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (pdf)
22-23/04/2021 - კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, ინსტიტუტის ქვემოთ მითითებული სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:
17/09/2020 - კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
§ ბუნებრივი კატასტროფების განყოფილება - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული - სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების კვლევის მიმართულებით (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი); § კოლხეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის გამგე - მეცნიერი თანამშრომელი - 1,0 საშტატო ერთეული - სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი. გამოცდილება ჰიდრომელიორაციის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი).
21/08/2019 - კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად (მელიორაციის განყოფილებაში - უფრ. მეცნ. თანამშრომლის -0,5 საშტ. ერთეულზე)
21/12/2018 - სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების არჩევნები
5-7/11/2018 - მეცნიერთა არჩევნები
დირექტორის არჩევნები
28/03/2018 მეცნიერთა არჩევნები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
2016 წლის 22-25 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში და ქ. თელავში ჩატარდება მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: ,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები.
2015 წლის 16-19 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდება მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: ,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადების 95 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 10 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, აშშ, ბელარუსია, ისრაელი, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი, ესტონეთი) მეცნიერები, ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები.
2014 წლის 27-30 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდება მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: ,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეუნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 13 ქვეყნის (აზერბაიჯანი, აშშ, ბელორუსია, ბულგარეთი, ისრაელი, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, ჰოლანდია) მეცნიერები, ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები. ინგლისურ ენაზე გამოიცა კონფერენციის შრომათა კრებული (274 გვერდი) 250 ეგზემპლარი.
|