GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

რობერტ დიაკონიძე

E-mail: robertdia@mail.ru



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, წყალთა მეორნეობის ინსტისტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

დაბადების თრიღი: 1945 წლის 14 ივნისი.
დაბადების ადგილი: სოფ. ზეინდარი, ვანის რ-ნი, საქართველო.
ეროვნება: ქართველი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი.
განათლება:
• 1960-1963 წწ. - პოლიტექნიკური საწარმოო სწავლების კურსი, სპეციალობა-მევენახეობა. სოფ. შუაგორა, მაიაკოვსკის რაიონი;
• 1963-1968 წწ. - ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით;
• 1970-1973 წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა ჰიდროტექნიკური ნაგებობების სპეციალობით;
სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო:
• ზოგადი და საინჟინრო ჰიდროლოგია, ბუნებრივი სტიქიების კვლევა, გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა.
პროფესიული მოღვაწეობა:
• 2013 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი;
• 2011 -2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
• 2007-2011 წწ. - სსიპ საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი გარემოს დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
• 2006-2007 წწ. - სსიპ საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი. ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
• 1991-2006 წწ. - წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი (საქჰიდროეკოლოგია). ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების კვლევების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
• 1988-1991 წწ. - კუბის რესპუბლიკის წყლის რესურსების ნაციონალური ინსტიტუტი. გარემოს დაცვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების მთავარი ინჟინერ ეკოლოგი;
• 1983-1988 წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. სამთო მელიორაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
• 1974-1982 წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. დაშრობის განყოფილების ინჟინერ-ჰიდროლოგი;
• 1969-1970 წწ. - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ჰიდროლოგიის განყოფილების ინჟინერ-ჰიდროლოგი;
• 1968-1969 წწ. - საქართველოს სსრ ჰიდრო-მეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს, თბილისის ჰიდროგ¬რაფიული პარტია. სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველო საქართველოს სსრ ჰიდრო-მეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს, თბილისის ჰიდროგრაფიული პარტიის ტექნიკოსი;

პროფესიული წევრობა:
• 2014 წ. - საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა:
• 2004 წ. - ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის არასამთავრობო საერთაშორისო კავშირის ,,უნიკალური კავკასია~-ს პრეზიდენტი;
• 2006 წ. - საერთაშორისო რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის -,,სელური ასოციაციის წევრი~;
• 2011 წ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტი;

პუბლიკაციები:
ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მეთოდური რეკომენდაციები. 1 ბროშურის და 2 პატენტის.

ძირითადი დანერგვის სფეროები:
• ბუნებრივი სტიქიები - გარემოს დაცვა.
დამატებითი ინფორმაცია:
• 1982 წ. - გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი;
• 2004 წ. - გეოგრაფიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
• 2013 წ. - ასოცირებული პროფესორი.

ენების ფლობა:
• ქართული (მშობლიური);
• რუსული (სრულყოფილად);
• ფრანგული და ესპანური (ლექსიკონის დახმარებით).

 

ძირითადი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი

 

#

 

სტატიის, პროექტის დასახელება

გამომცემლობა, ჟურნალი (საავტ.მოწმობა, ნომერი და წელი)

 

თანაავტორი, როლი პროექტში

1

2

3

4

1

თბილისის ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და მისი პრევენციის ღინისძიებები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული #68, თბილისი 2013. გვ.57-63.

 

გ. ჩახაია და სხვ.

2

დედამიწის წყლის რესურსები, ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის როლი აღნიშნულ პრობლემებზე.

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ჟურნალი. ტომი 5 #1-2, ნიუ-იორკი. 2013. გვ 27-33.

თ. სუპატაშვილი და სხვ.

3

სასაფლაოებზე დაკრძალული გვამების გახრწნის შედეგად გამოყოფილი მომწამლავი ნივთიერებების ზემოქმედების შეფასება მტკნარი წყლის რესურსების, უპირველესად სასმელი წყლის ხარისხზე.

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ჟურნალი. ტომი 5 #1-2, ნიუ-იორკი. 2013. გვ 21-25.

 

გ. ჩახაია და სხვ.

4

ზღვის ტალღური ზემოქმედებისაგან საქართველოს შავიზღვისპირეთის ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული #67, თბილისი 2012. გვ. 45-48.

გ. ჩახაია და სხვ.

5

შავიზღვისპირეთის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა ზღვისმიერი აბარაზიული პროცესებისგან მდინარეთა მყარი ნატანის დარეგულირების გზით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი "ჰიდროინჟინერია"

#1-2 (11-12) თბილისი 2011,  გვ.12-26.

გ. ჩახაია და სხვ.

6

. ფოთიდან მე-7 კილომეტრზე მდ. რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის ექსპლუატაციის დროებითი რეკომენდაციები.

.“მეცნიერება და ტექნოლოგიები” #10-12, თბილისი 2010, გვ. 71-76.               

პ. სიჭინავა და სხვ.

7

. ფოთთან მდ. რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის თანამედროვე ტექნიკირი მდგომარეობის შეფასება.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოველთვიური სამეცნიერო-რეფერირებული ჟურნალი "მეცნიერებათა ტექნოლოგიები", #7-9, თბილისი, 2010, გვ. 49-55.               

პ. სიჭინავა და სხვა

8

მდ. არაგვის კალაპოტური პროცესების კვლევა ჟინვალის მიწის კაშხლიდან მდ. მტკვრის შესართავამდე.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული #65, თბილისი 2010, გვ. 31.               

გ. გავარდაშვილი და სხვ.

9

მთის ფერდობებზე მიმდინარე ეროზიული პროცესების საწინააღმდეგო თანამედროვე ღონისძიებები.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული #65, თბილისი,2010, გვ. 244-248.               

გ. ჩახაია და სხვ.

10

აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა მცოცავ-მგორავი (ფსკერული) და სრული მყარი ნატანის შეფასება.

შეფასება.ჟურნალი "აგრარული მეცნიერების ცნობარი" გამ. 3. თბილისი, 2009, გვ. 91-93.

ლ.  წულუკიძე და სხვ.

11

საქართველოს მდინარეთა წყალშემკრები აუზების მცოცავ-მგორავი(ფსკერული) და სრული მყარი ნატანის საანგარიშო ემპირიული დამოკიდებულებები (რუსულ ენაზე).

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული #64, თბილისი, 2009, გვ. 77-91.               

გ. ჩახაია და სხვ.

12

მდ. მტკვრის შენაკადების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება . თბილისის ტერიტორიის ფარგლებში.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სანეცნიერო შრომათა კრებული. #64, თბილისი, 2009,  გვ.71-76.

ი. ფირცხალაიშვილი და სხვ.

13

პლანეტის კლიმატური ცვლილებები და გარემოს ჰიდრო-ეკოლოგიური პრობლემები.

ჟურნალიეკოლოგიური სისტემები და ხელსაწყოები”, შპსსამეცნიერო ტექნიკური ლიტერატურული გამომცემლობა”, #9, მოსკოვი, 2008 , გვ.45-47.

ი. ხუბულავა და სხვ.

14

შავი ზღვისა და საქართველოს ზღვისპირეთის ეკოლოგიური პრობლემები გლობალური დათბობის ფონზე.

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, ტომი 1,#2(43), თბილისი, 2008, გვ.80-84.

გ. ჩახაია და სხვ.

15

წყლის რესურსების ხარისხის დაცვა ღვარცოფულ რეგიონებში.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის შრომები #63, თბილისი, 2007,გვ.40-45.               

ნ. ლაბარტყავა და სხვ.

16

ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების კვლევა აეროკოსმოსური ინფორმაციის გამოყენებით.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის შრომები #63, თბილისი, 2007, გვ. 46-53.

გ. დოხნაძე და სხვ.

17

სტიქიური მოვლენები, ეკოლოგიური კატასტროფები და ბუნებრივი გარემოს ცვლილებები გლობალური დათბობის ფონზე.

საქართველოს გეოგრაფია, . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა #5,

თბილისი, 2006 ,გვ.82-85.

ბ. დიაკონიძე და სხვ.

18

შავი ზღვის ზვისმიერი აბრაზიული პროცესების დაცვის ოპტიმალური ღონისძიება.

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ,,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გარემოს დაცვის ეკოცენტრი. თბილისი- ბორჯომი. 29 ივლისი - 4 აგვისტო,  2013, გვ 67-69.

შ. კუპრეიშვილი და სხვ.

19

გლობალური დათბობის ფონზე კოლხეთის დაბლობის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირების გზით. საერთაშორისოკონფერენცია კოლხეთის დაბლობის წყლის ეკოსისტემები - დაცვა და რაციონალური გამოყენება.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 22-24 ივლისი. თბილისი. 2013, გვ 54-59.

 

ი. ირემაშვილი და სხვ.

20

მტკნარი წყლების, განსაკუთრებით სასმელი წყლის ხარისხის დაცვა ზოგიერთი მავნე ფაქტორებისაგან.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ,,ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. 28-30 მაისი, თბილისი 2013. გვ.257-261.

ჟ. მამასახლისი და სხვ.

21

შავი ზღვის სანაპირო ზოლის კვლევა.

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ,,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.24-31, ივლისი, ქობულეთი, საქართველო, 2012, გვ. 23-29.

 

გ. გავარდაშვილი და სხვ.

22

საქართველოში გამავალი ბაქო-თბილისი-ერზრუმის სატრანსპორტო დერეფნის მოწყვლად უბნებზე ეროზიული პროცესების განვითარების საიმედოობისა და რისკის შეფასება,

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2011, გვ. 270-273.

 

გ. ჩახაია და სხვ.

23

წყლის მაქსიმალური ხარჯების საანგარიშო ემპირიული დამიკიდებულება.

იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმი "წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები".მიძღვნილი წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარასების 80 წლისთავისადმი.. თბილისი, 2009, გვ.99-105.

ხ. კიკნაძე და სხვ.

24

წყალდიდობებითა და წყალმოვარდნებით გამოწვეული მდინარეთა კალაპოტებისა და მთის ფერდობების ეროზიისაგან დაცვის თანამედროვე

მიძღვნილი წყალთა მეურნეობის ღონისძიებები. იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმი "წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები".ინსტიტუტის დაარასების 80 წლისთავისადმი. თბილისი,  2009, გვ.73-80.

გ. ჩახაია და სხვ.

25

ღვარცოფები და წყლის რესურსების ხარისხის დაცვა(საქართველოს მაგალითზე).ინგლისურ ენაზე.  საერთაშორისო კონფერენციის შრომები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზები და დაცვა.

პიატიგორსკი, რუსეთი, 2008,  გვ. 343-346

ლ.  წულუკიძე და სხვ.

26

შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსულრი ღონისძიებების დამუშავება საქართველოს საზღვრებში.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2014-2016 წწ.

პროექტის ხელმძღვანელი

27

რუსეთის მიერ კურორტ ბორჯომის ხეობაში განხორციელებული ეკოციდის (2008 წლის) შედეგად წარმოქმნილი სენსიტიური უბნების მოწყვლადობის შეფასება და ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ეფექტური სტრატეგიის შემუშავება.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2013-2014 წწ.

 

შემსრულებელი

28

გლობალური დათბობის ფონზე ზავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შეფასება და საქართველოს ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესებისაბან დასაცავად მდინარეთა აუზების ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენებისა და მყარი ნატანის პროგნოზირება.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2009-2011 წწ.              

პროექტის ხელმძღვანელი

29

ფოთის ინდუსტრიული ზონის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის უსაფრთხო ფუნქციონირების გზით.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2009-2010 წწ.

პროექტის ხელმძღვანელი

 

30

შავი  ზღვის სამეცნიერო ქსელი. UP-GRADE BS-SCENE #226592

ევროგაერთიანება. 2009-2011  წწ.

ძირითადი შემსრულებელი 

31

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, რუსეთის ალტერნატიული, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების ეკოლოგიური უსაფრთხოების შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2009-2010 წწ.

შემსრულებელი

32

ტრასეკას დერეფანში მთის ფერდობების მდგრადობის შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებების დამუშავება.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი . 2008-2009 წწ.              

შემსრულებელი

 

33

ღვარცოფსაწინააღმდეგო საფეხუროვანი ბარაჟი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი. პატენტი P 5489, 2012.

თანაავტორი

34

ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობა

საბჭოთა კავშირის გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწიფო კომიტეტი   #1625937, 1980.               

თანაავტორებთან ერთად