GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილება

1. ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა

მელიორაციული სისტემებისა და ექსპერტიზის განყოფილება შეიქმნა 2013 წელს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრძ.#110/03, 13/02/2013 წ.) მელიორაციის განყოფილების, ჰიდრომელიორაციული სისტემების ექსპლუატაციის და ექსპერიზის განყოფილებების ბაზაზე.
ქვედანაყოფების (რომელთაგან შეიქმნა აღნიშნული განყოფილება) არსებობის მანძილზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორც სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში ასევე მიღებული შედეგების დანერგვაში.
მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილება არსებული სამეცნიერო პოტენციალის, თანამედროვე მოწყობილობების და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის მიმართულებით.
ამჟამად განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
1. საქართველოში თანამედროვე მელიორაციული სისტემების დაპროექტების მეთოდების დამუშავება;
2. ჰიდრომელიორაციული სისტემების, მორწყვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით;
3. თანამედროვე ირიგაციული და სადრენაჟო სისტემების დაპროექტებისათვის რეკომენდაციების დამუშავება;
4. სასოფლო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. განყოფილების თანამშრომლები:
1. შორენა კუპრეიშვილი განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
2. მარტინ ვართანოვი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
3. ზურაბ ვარაზაშვილი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოლოგიის აკადემიური დოქტორი;
4. კონსტანტინე იორდანიშვილი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი;
5. კონსტანტინე ბზიავა მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი;
6. ჯემალ კახაძე უფროსი სპეციალისტი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;
7. ერეკლე კეჩხოშვილი უფროსი სპეციალისტი;
8. ფერიდე ლორთქიფანიძე ინჟინერი.