GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილება

ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომის #7 ოქმისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის 2012 წლის 28 დეკემბრის #01-15/261 წერილის (რეგ. #76-01-21 08.01.2013) საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება #06-ის თანახმად ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილება.
2013 წლიდან დღემდე გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 1 სახელშეკრულებო თემის მომზადებაში. გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების ბაზაზე მომზადდა და შემდგომში დაფინანსდა 2 საგრანტო პროექტი:
1. “ბორჯომის ხეობაში განხორციელებული ეკოციდის (2008 წლის) შედეგად წარმოქმნილი სენსიტიური უბნების მოწყვლადობის შეფასება და ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ეფექტური სტრატეგიის შემუშავება” (დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი),
2. “ტრასეკას” სატრანსპორტო დერეფნის (სოფ. გლდანის მონაკვეთის) მიმდებარე დეგრადირებული ფერდობების მოწყვლადობის შეფასება და ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება (დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
სამეცნიერო მიმართულება:
1. ბუნების სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ეროზია, ღვარცოფი, მეწყერი, თოვლის ზვავი) შესწავლა და მათთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების დამუშავება;
2. წყლის ქიმიური მახასიათებლების დადგენა;
3. ნიადაგ-გრუნტის ქიმიური მახასიათებლების დადგენა.
სტრუქტურა:
გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების დაქვემდებარებაში შედის სტრუქტურული ერთეული - არახვეთის სამთო-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტი, ჰიდროტექნიკური და ქიმიის ლაბორატორია.
განყოფილებაში არსებული ხელსაწყო-მოწყობილობები
გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილებაში არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობები როგორიცაა: Ph და EC-მეტრები.


განყოფილების თანამშრომლები:
1. გოგა ჩახაია _ განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
2. ედუარდ კუხალაშვილი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი;
3. დავით კერესელიძე - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი;
4. ლევან წულუკიძე - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
5. თამრიკო სუპატაშვილი - მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტი;
6. გიორგი ომსარაშვილი - მეცნიერ-თანამშრომელი, მაგისტრი;
7. ირინა ხუბულავა - მეცნიერ-თანამშრომელი, მაგისტრი;
8. ნათია სუხიშვილი - ინჟინერი;
9. ოთარ ოქრიაშვილი - ლაბორანტი.

aqedan linkiT wava suraTebTan da CV-ebTan