GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

ზღვებისა და წყალსატევების განყოფილება

1. ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა

1971 წ. შეიქმნა ”მთის წყალსაცავების და ზღვის ნაპირების ეროზიის” სექტორი, რომლის გამგედ დაინიშნა ტექნ. მეცნ. კანდიდატი ნინო ვარაზაშვილი;
1981 წ. სექტორი გარდაიქმნა ”მთის წყალსაცავების და ზღვის ლაბორატორიად”, რომლის გამგედ დაინიშნა ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ნინო ვარაზაშვილი;
2006 წ. ლაბორატორია გარდაიქმნა ”წყლის რესურსების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების” განყოფილებად, რომლის ხელმძღვანელად ამავე წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ტექნ. მეცნ. დოქტორი ირინა იორდანიშვილი;
2012 წ. განყოფილება გარდაიქმნა ” ზღვების და წყალსატევების” განყოფილებად, რომლის ხელმძღვანელად ამავე წელს კომკურსის წესით არჩეულ იქნა ტექ. მეცნ. დოქტორი ირინა იორდანიშვილი.

სამეცნიერო მიმართულება:

განყოფილების თანამშრომლები მრავალი წლის მანძილზე დაკავებული არიან ზღვისა და წყალსაცავების მდგომარეობის, შემტბორავი ნაგებობების გეოეკოლოგიური მდგომარეობის, ნიადაგ-გრუნტების თვისებების, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხების კვლევით. თანამშრომლები იკვლევენ იმ ღონისძიებებს და რეკომენდაციებს, რომელთა მეშვეობით მოხდება ზღვის, წყალსაცავების და ჰიდროობიექტების ცვეთისგან დაცვა.

2. განყოფილების თანამშრომლები:

1. ირინა იორდანიშვილი - განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნ. მეცნ. დოქტორი;
2. თარხან თევზაძე - უფროსი მეცნ-თანამშრომელი, გეოლ-მინერ. მეცნ. დოქტორი;
3. ლევან იტრიაშვილი - უფროსი მეცნ-თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
4. მარინე შავლაყაძე - მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნ. აკად. დოქტორი;
5. დავით ფოცხვერია - მეცნიერ-თანამშრომელი;
6. ელენე ხოსროშვილი - მეცნიერ-თანამშრომელი;
7. ლალი ბილანიშვილი - ინჟინერი.