GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

ბუნებრივი კატასტროფების განყოფილება

1. ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა

განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაარსებისთანავე 1929 წელს და მისი არსებობის მანძილზე ის სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი: „ღვარცოფული კვლევების განყოფილება“, „სამთო მელიორაციის ლაბორატორია“ და „სამთო მელიორაციის განყოფილება“, რომელშიც შედიოდა „ღვარცოფული ნაკადების ნატურალური კვლევის სექტორი“.
განყოფილების შემადგენლობაში ფუნქციონირებდა არახვეთის საცდელი პუნქტი, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების საველე კვლევები.
განყოფილების არსებობის მანძილზე დამუშავებულია ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები საქართველოს მრავალ მდინარეზე და წყალსადინარზე, მათ შორის აღსანიშნავია მდინარეები: დურუჯი, ლასკანდურა და მლეთის ხევი, რომლებზეც თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა საველე კვლევები.
მიღებულია მრავალი პატენტი და გამოგონება ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების საწინააღმდეგო ნაგებობებზე.
განყოფილების ამჟამინდელი სახელწოდებაა „ბუნებრივი კატასტროფების განყოფილება“, რომელსაც ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების ლაბორატორიული კვლევებისათვის გააჩნია უნიკალური ღვარცოფსაკვლევი დანადგარი და ჰიდრავლიკური ღარი. საsურველია მათი მოდერნიზაცია.
დღეისათვის განყოფილების მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენს გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. აგროეკოსისტემებში წყალდიდოდებისა და ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების რისკის მართვა და შესაბამისი პრევინციული ღონისძიებების დამუშავება თანამედროვე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.

განყოფილების თანამშრომლები :

  1. რობერტ დიაკონიძე - განყოფილების ხელმძღვანელი, გეოგრაფიის აკად. დოქტორი;

  2. ოთარ ნათიშვილი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;

  3. ზემფირა ჭარბაძე - მეცნიერ -თანამშრომელი;

  4. ნინო ნიბლაძე - მეცნიერ-თანამშრომელი;

  5. ქეთევან დადიანი - მეცნიერ-თანამშრომელი.