GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 


ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები


ინსტიტუტში სხვადასხვა დროს დამუშავებულია შემდეგი ფუნდამენტური ხასიათის პრიორიტეტული მიმართულებები:
1. გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აგროეკოსისტემებში ღვარცოფული პროცესების მართვის ღონისძიებების შემუშავება, ბუნების სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ეროზიული პროცესები, ღვარცოფი) შესწავლა და მათთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების დამუშავება;
2. ზღვის და წყალსაცავების მდგომარეობის, შემტბორავი ნაგებობების გეოეკოლოგიური მდგომარეობის, ნიადაგ-გრუნტების თვისებების, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხების კვლევა. იმ ღონისძიებების და რეკომენდაციების კვლევა, რომელთა მეშვეობით მოხდება ზღვის, წყალსაცავების და ჰიდროობიექტების ცვეთისაგან დაცვა.
3. ჰიდრომელიორაციული სისტემების, მორწყვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.
4. წყლისა და ნიადაგ-გრუნტის ქიმიური მახასიათებლების დადგენა და მათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა.


დღეისათვის ინსტიტუტის მეცნიერული მიმართულებები განისაზღვრება განყოფილებების მიხედვით შემდეგნაირად:


ბუნებრივი კატასტროფების განყოფილება

გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აგროეკოსისტემებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პროგნოზირების, ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების მართვის ღონისძიებების შემუშავება.


ზღვებისა და წყალსატევების განყოფილება

ზღვისა და წყალსაცავების მდგომარეობის, შემტბორავი ნაგებობების გეოეკოლოგიური მდგომარეობის, ნიადაგ-გრუნტების თვისებების, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხების კვლევა. იმ ღონისძიებების და რეკომენდაციების კვლევა, რომელთა მეშვეობით მოხდება ზღვის, წყალსაცავების და ჰიდროობიექტების ცვეთისაგან დაცვა.


მელიორაციის განყოფილება

ჰიდრომელიორაციული სისტემების, მორწყვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.




გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილება

ბუნების სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნა, წყალდიდობა, ეროზია, ღვარცოფი) შესწავლა და მათთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების დამუშავება; წყლისა და ნიადაგ-გრუნტის ძირითადი ქიმიური მახასიათებლების დადგენა და მათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა.


მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილება

საქართველოში თანამედროვე მელიორაციული სისტემების დაპროექტების მეთოდების დამუშავება; ჰიდრომელიორაციული სისტემების, მორწყვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით; თანამედროვე ირიგაციული და სადრენაჟო სისტემების დაპროექტებისათვის რეკომენდაციების დამუშავება; სასოფლო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


აქედან გადავა ლინკით განყოფილებების ისტორიებზე და პირიქით (იქიდან აქეთ)