GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

დირექტორები

საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს დაარსებიდან 1947 წლამდე ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: კ. მიხაილოვი, ე. გაბიევი, ნ. სოკოლოვსკი, დ. გალილოვი, შ. ბიტლაზარი, გ. ლარინი და პ. სოლოდი. 1947-68 წლებში (21 წელი) ინსტიტუტს სათავეში ედგა პროფესორი მიხეილ გაგოშიძე, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო მის განვითარებას. 1968 - 2005 წწ (38 წელი) ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს მიიღო წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება და რომლის წვლილიც ინსტიტუტის მიღწევებში და მისი ავტორიტეტის შექმნაში მეტად მნიშვნელოვანია.
2005 წლიდან დღემდე ინსტიტუტს სათავეში უდგას ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, რომელმაც არამარტო შეინარჩუნა ინსტიტუტის მიერ დამკვიდრებული ტრადიციები, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მისი ავტორიტეტის ასამაღლებლად. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შესრულდა მრავალი სახელშეკრულებო სამუშაო, მოპოვებულ იქნა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტები, აგრეთვე ევრო-გრანტი, დაცულ იქნა დისერტაციები, დამყარდა საქმიანი კავშირები ამერიკელ, ჩინელ, ებრაელ, გერმანელ, შვეიცარიელ, რუს, აზერბაიჯანელ, სომეხ და ყირგიზ კოლეგებთან.
გარდა მეცნიერული აქტივობისა, განსა¬კუთრებით აღსა¬ნიშნავია გ. გავარდაშვი¬ლის, როგორც ინსტიტუტის დირექტორის, სტრა¬ტეგიული ხედვა. მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია დღეს ინსტიტუტისა და მისი უნიკა¬ლუ¬რი ჰიდროტექნიკური ლაბო¬რატორიის ფუნქციონირება, რასაც გასულ წლებში გასხვისების საშიშროება ემუქრებოდა.